ღია წერილი - გლობალური საზოგადოების წევრები მიესალმებიან პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამჭვირვალობის ინიციატივას
ხელმომწერი ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ ინფორმაციის თავისუფლების პოპულარიზაციის საკითხზე, მიესალმებიან პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნაბიჯს, რომელიც მან გადადგა მისი მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს. აღნიშნული ნაბიჯი გულისხმობდა ძველი პრაქტიკის შეცვლასა და სახელმწიფო დაწესებულებებში ღიაობის მაღალი სტანდარტების დაწესებას.
ჩვენ მივესალმებით ინფორმაციის ღიაობის პრეზუმფციის დანერგვისკენ მოწოდებას პრეზიდენტის შემდეგი სიტყვებით: `ეჭვების არსებობისას ღიაობა იმარჯვებს~. ჩვენ ასევე მივესალმებით აღნიშნულ პრეზუმფციაში საჯარო დაწესებულებების პოზიტიური ვალდებულების ჩართვას, გაავრცელონ ინფორმაცია სწრაფად და ისეთ ფორმებში, რომ საზოგადოებამ მარტივად მოიპოვოს და გამოიყენოს იგი. პროაქტიული გამოქვეყნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც ინფორმაციის თავისუფლების არსებითი ელემენტი ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებასთან ერთად.
პრეზიდენტმა ობამამ ამ საკითხზე მკაფიო გლობალური ლიდერობის დემონსტრირება მოახდინა. მან ხაზი გაუსვა დემოკრატიაში ღია მთავრობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნების მთავრობებს მიმართონ იგივე ქმედებებს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის თავისუფლების მხარდასაჭერად.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პრეზიდენტ ობამას უზრუნველყოს მის მიერ მიღებული განკარგულებების სრული ეფექტი მათი მიზნებისა და ენის შესაბამისად. ამ დებულებების მაღალ დონეზე იმპლემენტაცია დააწესებს მაღალ სტანდარტს, რომელიც სხვა ქვეყნე
No comments:
Post a Comment